ფინანსები
28/03/2023

კრედოს პორტფელი ₾2 მლრდ-ს უახლოვდება - ბანკების რეიტინგი სესხებით

დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა, 17.8% -დან, 13.3%-მდე შენელდა. თებერვალში მცირედით, ₾ 9.5 მლნ -ით (-0.02%m.m) კლება აღინიშნა.

სებ-ის სტატისტიკით, პირველი მარტისთვის (01.03.2023) ბანკების მთლიანი პორტფელი 44.45 მლრდ-ი ლარია, მ.შ. 24.6  მლნ ადგილობრივ ვალუტაშია დენომინირებული (+0.6%m.m), 19.9 მლნ ლარის კი სავალუტო სესხებია (+0.8%m.m).

01.03.2023-ის მდგომარეობით, ბიზნესის დასაფინანსებლად, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 19.7 მლრდ ლარის სესხია გაცემული, მ.შ. ლარში 7.35 მლრდ ლარის, 12.3 მლრდ ლარის კი უცხოურ ვალუტაში.

01.03.2023-ისთვის მთლიან დაბანდებაში საცალო პორტფელის  წილი გაზრდილია, 55.7%-მდე (01.03.2022 -50.8%)  და 24.8 მლრდ ლარს შეადგენს (01.03.2022 -21.99 მლრდ).

01.03.2023-ის მდგომარეობით, ბიზნესესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 62.8%-ია (01.03.2022 – 67.9%), საცალო პორტფელის 29.8% (01.03.2022- 35.9%)

 

TOP-5 ბანკი სასესხო პორტფელით (000 ₾)

                             

01.03.2023  

01.03.2022     

TBC

17,247,392

18,702,474

BOGG

16,360,537

15,536,040

LB

2,537,304

1,986,808

BB

2,029,950

1,235,853

Credo

1,788,528

1,500,134

წყარო: კომერციული ბანკები

 

Businesspartner