ფინანსები
10/08/2021

"კრედოს" ჯარიმა-საურავებიდან შემოსავლები გაუსამმაგდა

"კრედომ" კლიენტების ჯარიმა-საურავებიდან იანვარ-ივნისში (H1/2021) 6.466 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ მეტი (H1.2020- ₾ 2.212 მლნ, +192%Y.Y).

ყოფილი მისო, რომელიც "ფინკასგან" ახლადშეძენილი აქტივით გამსხვილების პროცესშია ძირითადად ფიზიკური დაკრედიტების ბაზარზეა წარმოდგენილი. სესხებიდან საპროცენტო შემოსავლის 98%-ზე მეტი საცალო პორტფელიდანაა.

იურიდიული პირების დაკრედიტებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი ძირითადად მოდის მშენებლობის სექტორზე - 155 000 ლარი.

კრედო                        H1/2021                      H1/2020

შემოსავალი სესხებიდან

106 770 041

84 125 988

საცალო

105 177 628

82 951 696

კორპორატიული

   1 592 400

 1 174 300

სესხები  

1 157 800 271

 941 637 794 

       

წყარო: კომერციული ბანკი