ფინანსები
16/03/2022
კრედომ უკრაინის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა
კრედო ბანკი თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
ბანკმა საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით 100 000 ლარს რიცხავს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციაში, უკრაინის დასახმარებლად.
ბანკში ამბობენ, რომ კრედოს ქველმოქმედება არ იქნება ერჯერადი ხასიათის.
ამასთანავე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს კრედო ბანკი უფასო საბანკო სერვისებს სთავაზობს.