ფინანსები
23/06/2021

"კრედო" "ფინკა ბანკს" ყიდულობს

"კრედო ბანკი“ „ფინკა ბანკს“ ყიდულობს.„კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ მხარეებმა ეროვნულ ბანკს უკვე მიმართეს.

სებ-მა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სებ-ში მოსაზრებები 28 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

შეგახსენებთ, ფინკა ბანკის შეძენა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალსაც" სურდა, თუმცა 2020 წლის პანდემიის დაწყების შემდეგ წინასწარი შეთანხმება ჩაიშალა

Businesspartner