ფინანსები
06/08/2021

"კრედო ბანკის" საბჭო კიდევ ერთი წევრით შეივსო

"კრედო ბანკის" საბჭო კიდევ ერთი წევრით შეივსო. გუნდს ფარაჰ კატია ჩამსო შეუერთდა და ბანკის გამსხვილების შემდეგ უკვე გენდერული ბალანსის (80/20% - კაცი/ქალი) დაცვის ნაწილში სებ-ის მოთხოვნასაც უკვე აკმაყოფილებს.

კორპორაციული მართვის კოდექსით ბანკს სამეთვალყურეო საბჭოში ერთი ქალი მაინც უნდა ჰყავდეს.

ამ დროისთვის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ:

    თავმჯდომარე: ტომას ენგელჰარდტი/გერმანია/

    წევრი: პოლ-კატალინ პანჩუ /რუმინეთი/

    წევრი: იოჰანეს მაინჰარდტ, C3JJY70V7 /გერმანია/

    წევრი: ენდრიუ პოსპიელოვსკი გაერთიანებული სამეფო

    წევრი: ფარაჰ კატია ჩამს, 15FV13335 /საფრანგეთი

დირექტორთა საბჭო

    წევრი: ზაზა ტყეშელაშვილი

    წევრი: ზაალ ფირცხელავა

    წევრი: ერეკლე ზათიაშვილი

    წევრი: ალექსანდრე ქუმსიაშვილი

    წევრი: ნიკოლოზ ქუთათელაძე

შეგახსენებთ, "კრედომ" "ფინკა ბანკის" აქტივის შეძენის ტრანზაქცია ივლისში დაასრულა.

აქციონერები >5%

წილი

Access Microfinance Holding AG (Germany)

51.2%

 

Proparco (France)

15%

 

Triodos Custody B.V., Triodos Fair Share Fund (Netherlands)

8.4%

 

Triodos SICAV II, Triodos Microfinance Fund (Luxembourg)

8.4%

 

ResponsAbility Participations AG (Switzerland)

7.9%

 

ResponsAbility Management Company S.A. acting in its own name for responsAbility Micro and SME Finance Fund (formerly responsAbility Global Microfinance Fund

7.5%

 

ResponsAbility SICAV (Lux) acting for its sub-fund responsAbility SICAV (Lux) Micro and SME Finance Leaders (formerly responsAbility SICAV (Lux) Microfinance Leaders

1.6%%