ფინანსები
31/03/2022

კონვერტაციებმა სავალუტო რეზერვები $47 მლნ-ით შეამცირა

შიდასამთავრობო კონვერტაციებით სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა თებერვალში $58.7 მლნ დოლარი შეადგინა. Bmatch-ზე წმინდა შესყიდვებმა $11.5 მლნ შეადგინა შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით $47.2 მლნ დოლარით შემცირდა. ეროვნულს თებერვალში სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია, მარტში კი ბაზარს $40 მლნ-მდე მიაწოდა (კურსი $1/ ₾3.4).

სებ-ის თვის მიმოხილვით, მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 53.5 მლნ ლარით შემცირდა, 971 მლნ ლარამდე. განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატები. რეფინანსირების სესხები 90 მლნ ლარით შემცირდა, 1,560 მლრდ-მდე.

ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელია - ₾ 400 მლნ, ერთდღიანი სესხი 238 მლნ ლარით გაიზარდა. მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 17.8 მლნ ლარით, 572 მლნ ლარამდე შემცირდა.

ბანკების წმინდა დავალიანება, 130.2 მლნ ლარით, 2,8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ნაღდი ფული მიმოქცევაში - 53.7 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 1.2 მლნ ლარით შემცირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022