კონცენტრაციის ზრდა კონკურენციას არ ზღუდავს /ბანკების რეიტინგი/
სისტემური ბანკების კონცენტრაცია გაზრდილია. 01.09.2021-ისთვის თიბისის და საქართველოს ბანკის ბანკის წილი აქტივებში 74.3%-ია; ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტეში 77%.
წმინდა მოგებაში (14 ბანკის მოგება 1.473 მლნ) 86% მოდის სისტემური 2 ბანკის ჯამურ მოგებაზე.
მაღალი კონცენტრაცია, სებ-ის პრეზიდნტის განმარტებით, სულაც არ ნიშნავს დაბალ კონკურენციას, რაც სატელევიზიო ეთერში (პალიტრა, საქმე) კობა გვენეტაძემ პორტფელის ჭრილში ახსნა. 2 ბანკი დომინირებს მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებაში, თუმცა მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების ქეისებით დანარჩენი ბანკების წილი 35%-ს აღემატება, რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მაღალია.
კობა გვენეტაძემ სექტორის მაღალკონკურენციის მიმანიშნებელი კიდევ ერთი კოეფიციენტი მოიხმო, სხვაობა სასესხო და დეპოზიტების განაკვეთს შორის, რასაც მოკლევადიან პერიოდში თუ დავაკვირდებით შესაძლოა ვერ შევამჩნიოთ. სპრედი გრძელვადიან პერიოდში იზომება.
Top -9 01.09.2021 მილიარდერი ბანკები
ბანკი |
წილი აქტივებში |
დეპოზიტებში |
თიბისი |
39.02% |
40.82% |
საქართველოს ბანკი |
35.40% |
35.58% |
ლიბერთი ბანკი |
4.86% |
5.74% |
ვითიბი ბანკი |
3.68% |
4.56% |
პროკრედიტ ბანკი |
3.22% |
2.76% |
ბაზისბანკი |
2.83% |
2.32% |
კრედო ბანკი |
2.68% |
0.53% |
ქართუ ბანკი |
2.34% |
2.84% |
ტერა ბანკი |
2.33 % |
2.47% |
წყარო: კომერციული ბანკები