ფინანსები
16/03/2023

კონტრციკლური ბუფერით სექტორი ₾400 მლნ-ის საკრედიტო რესურსს დაკარგავს

კონტრციკლურობის 1%-იანი ბუფერით  საბანკო სექტორს 400 მლნ ლარზე მეტი არ მოაკლდება. ამასთან, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისიც აღნიშნა, რომ ბუფერის ამოქმედება დაგვიანებულია.

სებ-ს აღნიშნული ინსტრუმენტი პანდემიის კრიზისამდე რომ ჰქონოდა, კომერციულ ბანკებს სხვა ბუფერებს, მ.შ. შესაძლო სასესხო  დანაკარგებისთვის ნამეტ რეზერვს აღარ შეაქმნევინებდა, რაც გარკვეული პეროდის განმავლობაში ბანკის ინვესტორების და აქციონერების  მცირედი შეშფოთების საგანი გახდა.

რადგან ამის გამო, პანდემიის გაზაფხულს ყველა ბანკი ზარალით შეხვდა და გამორეზერვების გზების ძებნით დაკავდა.

კონტრციკლური ნეიტრალური ბუფერი  ომის კრიზისამდე ჭარბი დაკრედიტების მაკორექტირებლად გამოიყენებოდა. მაგრამ უკვე  მიიჩნევა, ოპტიმალურად, შოკების შთანთქმის უნარით, საფინანსო სექტორის საფრთხეების პრეცენციისთვის.

პაპუნა ლეჟავას თქმით, საფრთხე სხვადასხვა გამოწვევებიდან მომდინარეობს, მ.შ. თუნდაც იმ დაშვებით, რომ მიილევა მიგრაციის ეფექტი, რაც ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის მთავარი წამახალისებელი და  ლარის შემაკავებელია.

მარეგულირებელი იმედოვნებს, რომ  1%-იანი ბუფერი  ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება და სტრესებისას, დანიშნულების მიხედვით გამოიყენება.

თუ დაკრედიტების ტემპი გამინუსდება და ამასთან  ეკონომიკის ზრდა მინიმალურ 1%-მდე დაეცემა, მაშინ  ბუფერი  კვლავ განულდებაბაზრის სტიმულირების მიზნით.

და პირიქით, თუ მოთხოვნის ზრდა ეკონომიკისას გადააჭარბებს, მაშინ სებ-ის მოთხოვნაც გამკაცრდება,  შესაბამისად, კონტრციკლური  ბუფერის განაკვეთი აიწევს და სექტორსაც უფრო მეტი კაპიტალის დაჭერა მოუწევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022