ფინანსები
24/09/2020

კობა გვენეტაძემ მიკრო ბანკების მოდელი მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა.

მისოების ხელმძღვანელებს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები გააცნეს  და COVID-ით გამოწვეული სირთულეების პირობებში სექტორის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც სებ-ის გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ორ წელიწადში საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების გამო შეხვდა მიკროსაფინანსო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული.

არასაბანკო სექტორს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი მაჩვენებლები და ამ ეტაპისთვის ადეკვატურად აქვს შეფასებული საკრედიტო რისკები.

განიხილეს საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადებულ შეფასების დოკუმენტიც, რომელშიც წარმოდგენილი მიკრო ბანკების მოდელი მიკროსაფინანსო ბაზრის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კობა გვენეტაძემ მოდელის უპირატესობებსა და რეგულირების ასპექტებზე ისაუბრა. დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. "ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია დოკუმენტში.