ფინანსები
16/06/2020

კობა გვენეტაძემ ბანკირებს საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი გააცნო

კობა გვენეტაძე ვიდეოკონფერენციის ფორმატში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

განიხილეს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საკითხები, საკრედიტო ხარისხისა და სესხების შესაძლო დანაკარგების შეფასების და კომერციული ბანკების მიერ სტრეს ტესტების ჩატარების საკითხები.

ვიდეოკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო და უახლოეს დღეებში მისი გამოქვეყნება დააანონსა.