ფინანსები
16/09/2020

კობა გვენეტაძე: წინასაარჩევნო პერიოდში, სავალუტო ბაზარს დროებითი დაძაბულობა ახასიათებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ლარის დოლართან გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. კობა გვენეტაძემ წინასაარჩევნო პერიოდზეც აღნიშნა და ნაწილობრივ ეროვნული ვალუტის გაუფასურება წინასაარჩევნო პერიოდსაც დაუკავშირა.
 
მთავარმა ბანკირმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 2%-ით არის გაუფასურებული.
 
"ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა.არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რამე მატერიალური შედეგი მოყვება ინფლაციასთან დაკავშირებით და ჩვენი მთავარი მანდატი სწორედ არის ინფლაციის მართვა. ამავე დროს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი ბაზარზე და ვიქნებით, როგორც წლის ბოლომდე, ასევე მომავალი წლის პირველ ნახევარში", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
 
მისი თქმით, ამის შესაძლებლობას გასულ წლებში დაგროვილი რეზერვები და დონორეებისგან ნასესხები თანხები იძლევა. მისივე თქმით, რომ არა პანდემია, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ისევ იქნებოდა მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში რეზერვების დაგროვება.
 
„როდესაც პანდემია დასრულება და ეკონომიკა გაჯანსაღების რელსებზე გადავა ეროვნული ბანკი ისევ ამ პოლიტიკას გააგრძლებს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.