ფინანსები
01/04/2021

კობა გვენეტაძე: სსფ-სთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებები დროულად უნდა დავიწყოთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებები სწრაფად უნდა დაიწყოს. სავალუტო ფონდის 3-წლიანი პროგრამა 7 აპრილს სრულდება.

კობა გენეტაძე აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამამ განაპირობა ბევრი რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე პანდემიისას დროის უმცირეს მონაკვეთში ძალიან დიდი დახმარების მიღება, რაც სხვა შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა.

სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ IMF-ის ახალი პროგრამა იქნება ზუსტად იმის დასტური, რომ მთავრობა აპირებს ქვეყანაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებას.

„უნდა ვიყოთ მონდომებულები და 8 აპრილიდან უკვე დავიწყოთ მოლაპარაკება ახალ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ვფიქრობ, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდიც თანახმა იქნება ამაზე, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს პროგრამას. მოლაპარაკებების დაწყება იქნება ზუსტად იმის სავიზიტო ბარათი და გაგრძელება, რომ ჩვენ ვაპირებთ ქვეყანაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებას“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ ონლაინ დისკუსიაში.

სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის ბოლო მიმოხილვა 7 აპრილს ჩატარდება.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება ბოლო მიმოხილვა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022