ფინანსები
05/05/2020

კობა გვენეტაძე: სიტუაციას დავძლევთ და დავუბრუნდებით ზრდის მაღალ ტრაექტორიას

პოსტკრიზისულ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკის ზრდის მაღალ ტრაექტორიაზე დაბრუნებას პროგნოზირებს.

კობა გვენეტაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ არსებულ ვითარებაზე და სებ-ის ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უმთავრესია სწორი და რაც მთავარია, არაპოპულისტური ნაბიჯების გადადგმა.

„დარწმუნებული ვარ სწორი, გათვლილი, არაპოპულისტური ნაბიჯებით, რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან პერიოდში საკითხების გადაწყვეტას და ამავე დროს, ფიქრს საშუალოვადიან პერიოდზე აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ დღევანდელ სიტუაციას დავძლევთ და დავუბრუნდებით ზრდის უფრო მაღალ ტრაექტორიას, ვიდრე გვქონდა აქამდე“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირთულეები იქნება, მაგრამ ეკონომიკის გახსნას და ძველი კავშირების აღდგენას ეკონომიკის აღდგენაც მოჰყვება.
„ყოველთვის არის ვიღაცა, რომელიც რაღაცას აკრიტიკებს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023