ფინანსები
12/04/2021

კობა გვენეტაძე: საკრედიტო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესებულია

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის ამოქმედების შემდეგ საკრედიტო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესებულია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მოთხოვნით მოსმენა იმართება.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის ამოქმედების შემდეგ არ შემცირებულა სესხებზე ხელმისაწვდომობა, პორტფელის ხარისხი გაუმჯობესდა, მსესხებლები უფრო ინფორმირებულინი არიან რა სახის სესხის აღება შეუძლიათ, რომ პოტენციურად საფრთხე არ შეექმნათ მომავლაში სხვადასხვა შოკების შემთხვევაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებით, დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები უფრო ნაკლები ვალით ხვდებიან, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეხვდებოდნენ და უკეთესად უმკლავდებიან ამ სირთულეებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022