ფინანსები
25/12/2020

კობა გვენეტაძე: საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის

კობა გვენეტაძე ნუმიზმატებს ახალი საკოლექციო მონეტის გამოშვებას ულოცავს.

სებ-ის პრეზიდენტმა მონეტების ახალი სერიის "საქართველოს მეფეების" ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს საკოლეციო მონეტები ონლაინ წარადგინა.

"საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის. ქართული მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას. ეროვნული ბანკი ულოცავს ნუმიზმატებს, და განსაკუთრებით ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, კიდევ ერთი ახალი მონეტის გამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს მონეტები სხვა საკოლექციო მონეტების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიში რამდენიმე გამოღცეული მეფეა, რომელთა მმართველობამ სახელმწიფოს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში. სწორედ მათ წარმოჩენას ემსახურება ახალი სერიის "საქართველოს მეფეების" კოლექციის გამოშვება.

როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, სებ-ის კომისიამ შეარჩია მეფეები, რომელთა მმართველობაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მასშტაბებითა და მნიშვნელობით ხასიათდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა.

მონეტები 28 დეკემბრიდან სებ-ის ონლაინ მაღაზიაში გაიყიდება.

მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ₾, ოქროს მონეტის კი - 1 690 ₾.