ფინანსები
29/04/2020

კობა გვენეტაძე: საქართველოში არცერთ ბანკს სტაბილურობის პრობლემა არ აქვს

საქართველოში არც ერთ ბანკს სტაბილურობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორის“ კითხვის პასუხად.

ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ არის მოსალოდნელი ბაზარზე ცვლილებები, რამდენად არიან მზად ბანკები გაუძლონ არსებულ შოკს და ხომ არ არის მოსალოდნელი ბანკების შერწყმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინა წლებში იყო გატარებული არაერთი საზედამხედველო ზომა საბანკო სისტემის განმტკიცებისთვის. გონივრული საზედამხედვლო პოლიტიკის გატარების შედეგად არსებობს საკმაოდ დიდი ბუფერები და დღეს საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

„არცერთ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს მათი სტაბილურობის თვალსაზრისით. თუ იქნება, თუმცა არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იქნება, მაგრამ თუ რამე მოხდა, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიიდან მომდინარე ეკონომკური  პრობლემების, ან იმის გამო, რომ ბანკს რაიმე ფინანსური პრობლემა აქვს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საბანკო სექტორი ძალიან კარგ მომგებიანობას აჩვენებდა და დღევანდელ გამოწვევას კარგად პასუხობს.

“ვფიქრობთ, პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, მარტში საბანკო სექტორის წმინდა ზარალი 1.2 მილიარდი ლარი იყო (ძირითადად, სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების  გამო), I კვარტალში კი, ზარალი 747 მლნ იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023