ფინანსები
21/03/2022

კობა გვენეტაძე: ფინანსური განათლების დონის ამაღლება ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი

ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის გაუმჯობესება სებ-ის პრეზიდენტისთვის ყოვლისმომცველი მიდგომით და ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

კობა გვენეტაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით გამართულ ფულის გლობალურ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

კობა გვენეტაძოს თქმით, ეროვნული ბანკი ფინანსურ განათლებას ყოველთვის განიხილავდა, როგორც მომხმარებელთა ფინანსური დაცვის სისტემის აუცილებელ ნაწილს, ამიტომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

"2020 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge წარუდგინა. FinEdu.gov.ge-ზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი. აღსანიშნავია, რომ FinEdu.gov.ge მომხმარებელს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის. პლატფორმის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ვფიქრობთ, აუდიტორიის მოსაზიდად უახლოეს წლებში ჩვენი მთავარი ინსტრუმენტები ონლაინ საკომუნიკაციო არხების განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება იქნება. ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიღწევა მხოლოდ ყოვლისმომცველი მიდგომით და ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ ის აუდიტორია, რომელზეც ახლა ფოკუსირებულია ჩვენი საქმიანობა, 10 წელიწადში ფინანსურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული თაობა იქნება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ფინანსური წიგნიერებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა მათ პასუხისმგებლიანი და ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფულის გლობალური კვირეული წელს 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალთან - Finedu.gov.ge - სთან ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ფულის გლობალურ კვირეულს მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში მეათე წელია აღნიშნავენ. საქართველოს ეროვნული ბაკნის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოში ფულის გლობალური კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება და მასში ყოველწლიურად ათზე მეტი ორგანიზაცია ერთვება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023