ფინანსები
20/07/2020

კობა გვენეტაძე: Bmatch-ზე ჩართვის უფლება მსხვილ კომპანიებს ექნებათ

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს.

რეფორმის მიზანი სავალუტო ბაზრის გამჭვირვალობისა და კონკურენციის ზრდაა, ის ითვალისწინებს ახალი სტანდარტების დაწესებასა და ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის - Bmatch დანერგვას.

კობე გვენეტაძე ახალ სტანდარტების დანერგვას სავალუტო ბაზრის უმნიშვნელოვანეს რეფორმას უწოდებს. ყურადღებას ამახვილეს ორ ძირითად კომპონენტზე - ერთი მხრივ ინერგება ახალი სტანდარტები, რომელიც დაარეგულირებს სავალუტო ბაზრის საქმიანობას მოწინავე საერთაშორისო გამოციდლებაზე დაყრდნობით და საქართველოს სპეციფიკის გათვალისიწნებით. მეორე მხრივ ამ წესების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის, როგორც სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, ამოქმედდება ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმა Bmatch-ი.

"ახალი პლატფორმის დანერგვა ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის განვითარებას, უფრო მეტ გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ეს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს საფინანსო სექტორს მოწინავე ფინანსურ ცენტრებში მოქმედ მაღალ სატნდარტებთან და ახალი მიდგომების ადაპტაციის კუთხით საქართველოს რეგიონში ლიდერად წარმოაჩენს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც გვენეტაძე აცხადებს, ასეთი მიდგომა ინოვაციას წარმოადგენს. "მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ჰქონდეთ Bloomberg-ის ტერმინალი, შეეძლებათ პირდაპირ ჩაერთონ Bmatch-ის პლატფორმაში. სხვა კომპანიებს კი საშუალება ექნებათ Bmatch-ის პლატფორმაზე წვდომა განახორციელონ არაპირდაპირ, კომერციული ბანკის საბროკერო მომსახურების საშუალებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ახალი ინსტრუმენტს სებ-ი უკვე იყენებს, თუმცა პლატფორმა ჯერ მხოლოდ ბანკებისთვისაა.

ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-ს 1 ივლისის მდგომარეობით, $5.5 მლნ აქვს ნავაჭრი.

Businesspartner