ფინანსები
30/03/2021

კობა გვენეტაძე ბიზნესს პასუხობს: პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია

კობა გვენეტაძე ბიზნესმენებს მიერ ლარის კურსზე გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში პასუხობს.

„პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია.

ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული მიდგომებით არაერთხელ გადაარჩინა ბიზნესი და მოსახლეობა. ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ამ განცხადებაშია ჩამოთვლილი, პანდემიის ფონზე დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეროვნული ბანკი ზუსტად იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მსგავს მოწოდებებს არ აჰყვეს.

გონივრული და თანმიმდევრული მიდგომების შენარჩუნებით, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარანტია, ამ შოკსაც გავივლით!

P.S ლარი ბოლო ერთ თვეში 2.6 პროცენტით გაუფასურდა და არა „ . . . 20 პროცენტით რამდენიმე დღეში“.

PPS დედოლარიზაციას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს“, - წერს კობა გვენეტაძე.

ბიზნესი რთულ ვითარებაზე აცხადებს. მათი თქმით, ლარის გაუფასურება მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა, მსხვილ ბიზნესსაც ისე ურტყამს რომ ვითარება უკვე  გაუსაძლისია. კერძო სექტორი ეროვნულ ბანკს სავალუტო  ინტერვენციებისაკენ მოუწოდებს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022