კობა გვენეტაძე: ამ ეტაპზე უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა არ იგეგმება
შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების გაზრდის შესაძლებლობა განიხილოს.
კიდევ დგას თუ არა დღის წესრიგში ეს საკითხი, ამ თემაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ისაუბრა.
კობა გვენეტაძის თქმით, ისინი აბსოლუტურად ყველა ბერკეტს იყენებენ და გამოიყენებენ იმის მიხედვით თუ როგორია პროგნოზი როგორ იმოქმედებს ეს.
"მაგალითად, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა, გარდა ამისა კომერციული ბანკების კაპიტალის მოთხოვნაზეც შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც ნიშნავს, რომ რაც უფრო დაბალი ლარიზაციაა ბანკში მით უფრო ნაკლები კაპიტალი მოეთხოვება. იქედან გამომედინარე, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც და ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც დაიწყო გამკაცრება, ეს უკვე გვეხმარება მიზნის შესრულებაში, ამიტომ ამ ეტაპზე სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა არ იგეგმება, თუმცა სიტუაციის შეცვლის ან პროგნოზთან აცდენის შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ. დღის წესრიგში დგას ეს საკუთხი, თუმცა ამ მომენტში არა,"- აღნიშნავს კობა გვენეტაძე.