ფინანსები
05/05/2020

კობა გვენეტაძე: ₾200 000-იანი ზღვარის შემსუბუქებას შესაძლოა, უფრო ცუდი შედეგები მოჰყვეს

არ ვარ წინააღმდეგო სესხებზე 200 000 ლარიანი ზღვარი არსებობდეს, – ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს რეგულაცია ცენტრალურ ბანკს არ შემოუღია და არც მისი ინიციატორი არ ყოფილა, რადგანაც სებ-ს კანონის ინიცირების უფლება არ აქვს.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 200 000 –  ლარიანი ზღვარის არსებობა მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებაა, თუმცა, ამ ცვლილებას არც სებ-ი ეწინააღმდეგება.

„მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი ეს 200 000 ლარიანი ზღვარი არსებობდეს. არ ვარ წინააღმდეგი იმიტომ რომ მაშინ როდესაც რთული ვითარებაა და დოლარის სესხები პრობლემას ქმნიან, ამ დროს  ამის შემსუბუქებას კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მან უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების ინიციატორებსაც უპასუხა, თქვა, რომ ახლა არჩევანია გასაკეთებელი „დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია, თუ ხვალინდელი ქათამი“.

„თუ პირველი მიდგომა გვინდა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ (დავწიოთ სარეზერვო მოთხოვნა) მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნის. დღეს გაცემული 100 დოლარის სესხი, ხვალ, დაახლოებით, 105- 106 დოლარს მოითხოვს, ანუ დაწოლა ვალუტის მოთხოვნაზე კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს თუ გვინდა ეს გადავაგოროთ, მაგრამ ხვალ პრობლემა გაგვიჩნდეს,  მაშინ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ“,  – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023