ფინანსები
04/08/2020

ხის ფიგურებით გაცოცხლებული ფოტოები - ინოვაციური სანათები "გითლისგან"

„ფოტოებს ხის ფიგურებით ვაცოცხლებთ და სანათებზე ვალაგებთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „გითლის“ დამფუძნებელმა ლაშა არეშიძემ განუცხადა. კომპანიამ ბაზარზე ოპერირება რამდენიმე თვეა დაიწყო.

„გითლი“ არის ნათალი ხის ფიგურების საწარმო, სადაც საყვარელი ადამიან(ებ)ის ფოტოს აგზავნით, აქ კი, მათ ფიგურებს გითლიან.

როგორც ლაშა არეშიძე აცხადებს, წარმოების დაწყება რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, განსაკუთრებულად რთული ხის გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალის მოძიება გამოდგა. დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა სანათის ფორმის დახვეწაზეც.

არეშიძის განმარტებით, კომპანია პროდუქტის რეალიზებას სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენს. რაც შეეხება  ფასებს, „გითლის“ სანათი 1-4 ფიგურის ჩათვლით, 175 ლარი ღირს, ყოველი დამატებითი ფიგურის ფასი კი  20 ლარია.  

საწარმო თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე  მდებარეობს.

Businesspartner