ფინანსები
17/10/2023

"ხალიკ ბანკი" - მიუხედავად იმისა, რომ სებ-ი დარგის რეგულატორია, ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს

„ხალიკ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გეგუჩაძის განცხადებით, რეგულატორსა და კომერციულ ბანკებს საერთო მიზნები აქვს, რომელიც გარე შოკების არსებული რისკებისა მინიმუმამდე დაყვანაა,  - ამის შესახებ მან  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავასა და  საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არის დარგის რეგულატორი, ჩვენც და ეროვნულ ბანკსაც საერთო მიზნები გვაქვს - მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული რისკები, გარე შოკები და განვავითაროთ ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ისედაც მდგრადია. შევთანხმდით, რომ  მომავალშიც არაერთხელ შევხდებით და განვიხილავთ საბანკო სექტორისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ხალიკ ბანკის" გენერალურმა  დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ რომ საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უკვე შეხვდა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022