ფინანსები
06/10/2020

ქეშბექი ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობის შესამცირებლად კამპანიას იწყებს

ალბათ, ხშირად აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმე სარგებლის მისაღებად კონკრეტული ბარათის აღება ან რომელიმე აქციაში მონაწილეობა დაგზარებიათ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი გაიგებთ, რომ ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას შესაძლოა მხოლოდ იმიტომ ვერ იბრუნებთ, რომ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა გავიწყდებათ. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში დაგწყდებათ გული, თუ სხვადასხვა ობიექტში თანხას ლიბერთის ბარათით იხდით.

ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც ასეულობით მეგობარი ობიექტია გაერთიანებული. თითოეულ მათგანში სხვადასხვა პროცენტის ქეშბექის დაბრუნებაა შესაძლებელი, თუმცა ამისათვის ქეშბექის აპლიკაციაში ამ ობიექტის გააქტიურება და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდაა საჭირო. ქეშბექი მაღალია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ინფორმაციის არქონის გამო ვერდაბრუნებულმა ქეშბექმა თერთმეტ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ვერდაბრუნებული თანხის რიცხვის შესამცირებლად ქეშბექი კამპანიას იწყებს და პირველ ეტაპზე, რეკომენდაციებსაც აქვეყნებს. რეკომენდაციების მიხედვით, კუთვნილი ფულის მისაღებად, პირველ რიგში უნდა გადმოწეროთ ქეშბექის აპლიკაცია ან შეხვიდეთ ვებ გვერდზე cashback.ge, გაააქტიუროთ ის ობიექტი, სადაც რაიმეს შეძენას გეგმავთ და შეძენისას ლიბერთის ბარათით გადახდისას ლიბერთის ტერმინალიც მოითხოვოთ.

ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მომხმარებლები რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ყოველდღიურად მეტი სარგებლის მიღებას შეძლებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით ფულის გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე.