ფინანსები
21/04/2021

ქართველებმა მარტში უცხოეთში $8 მლნ დახარჯეს

პანდემიის მე-2 წლის (2021) I კვარტალში, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დანახარჯები მცირედით იზრდება, ვიზიტორებმა მარტში 8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, თუმცა ვირუსის I ტალღის თვის პორტფელზე ბევრად ნაკლებია.

შარშან მარტში ქართველების უცხოეთში დანახარჯები 13.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა ($/₾ გაცვლითი კურსი 3,2-ს ჩამოცდებოდა). პანდემიამდელ (2019 წ) მარტში კი, მაშინდელი კურსით, ქართველებს უცხოეთში $14.4 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდათ დახარჯული.

სებ-ის სტატისტიკით, რეზიდენტი ბანკების პლასტიკური ბარათებით, მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის შიგნით 3.1 მლრდ ლარის ტრანზაქციებია განხორციელებული და 35,5% უნაღდო ანგარიშსწორებზე მოდის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, ტერმინალით და ინტერნეტ ტრანზაქციებზე (03/2020 – 2,6 მლრდ/813 მლნ ₾არი; 03/2019 – ₾ 2 მლრდ/₾ 588 მლნ).