
ფინანსები
15/09/2023
"ქართუში"1.2 მლრდ ლარის დეპოზიტებია
"ქართუს" დეპოზიტების პორტფელი გაეზარდა. მატება ძირითადად მიმდინარე ანგარიშების ზრდის ხარჯზეა და მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) 750 მლნ ლარამდეა.
მთლიანი დეპოზიტები (მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიანი) 1.2 მლრდ ლარს შეადგენს და 70% - ₾ 844 მლნ იურიდიული პირების ანაბრებზე მოდის.
ბანკი ერთადერთია ბაზრზე, მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალით წარმოდგენილი, თუ ახლადლშესულ პეისერას არ ჩავთვლით.
პირველი სექტემბრის მდგომაროებით, ბანკი ქართუს სააქციო კაპიტალი 400 მლნ ლარს აღემატება
01.09.2023 | H1/2023 | |
აქტივები | 1 733 856 333 | 1 614 918 935 |
სესხები | 807 249 422 | 753 881 242 |
დეპოზიტები | 1 242 439 000 | 1 129 260 597 |
წმინდა მოგება | 22 660 445 | 17 100 134 |
სააქც. კაპიტალი | 400 189 620 | 394 605 441 |
₾ |
წყარო: კომერციული ბანკი (ანგარშგება IFRS-ით)