"ქართუს" ანაბრების პორტფელი ₾946 მლნ-მდე გაიზარდა
ქართუმ ანაბრების პორტფელი გაზარდა, 100 მლნ-ით და 1 მარტისთვის (01.03.2022) 946 მლნ ლარს შეადგენს (01.01.2022 – 875 მლნ). დეპოზიტარებისთვის 2 მლნ ლარზე მეტის სარგებელი აქვს დარიცხული. ვადიან ანაბრებზე პორტფელის ნახევარი მოდის.
975 მლნ ლარის სესხებით, ბანკი ქართუ ძირითდად კორპორატიული კრედიტებით არის წარმოდგენილი. 940 მლნ ლარამდე უზრუნველყოფილი სესხებია. საცალო პროდუქტები 30 მლნ ლარის ფარგლებშია.
ბიძინა ივანიშვილის საოჯახო ბანკი ( აქციონერი საქველმოქმედო ფონდი "ქართუ") 1.3 მლრდ ლარის აქტივებით მე-9 პოზიციაზეა. ქართუ, ბაზარზე მოქმედ 14 ბანკს შორის ერთადერთ ქართულ ბანკად კლასიფიცირდება, უცხოური კაპიტალის გარეშე.
სასეხო პორტფელით ბანკის საბაზრო წილი 2.25-ია, დეპოზიტებით, 2.3%. .
01.03.2022 სს „ბანკი ქართუ“ |
( ₾) |
· მთლიანი აქტივები |
1 290 956 574 |
· მთლიანი სასესხო პორტფელი |
975 145 409 |
· კლიენტების დეპოზიტები |
946 410 402 |
o მიმდინარე |
340 734 808 |
o მოთხოვნამდე |
90 104 869 |
o ვადიანი |
515 570 725 |
· მთლიანი ვალდებულებები |
1 097 144 592 |
· სააქციო კაპიტალი |
193 811 982 |
· მიმდინარე წლის მოგბა (ზარალი) |
641 358 |