ფინანსები
16/02/2021
ქართუმ 2021 წელი მოგებით დაიწყო
ქართუმ 2021 წელი მოგებით დაიწყო. იანვარში ბანკის მოგება 159 360 ლარია, დეკემბრის 1.5 მლნ-იანი ზარალის შემდეგ (2020 წელი 24.8 მლნ ლარის ზარალით დაასრულა).
გაზრდილია ბანკის დეპოზიტების პორტფელი, 993 მლნ ლარამდე, საიდანაც 500 მლნ-ზე მეტი ვადინი დეპოზიტებია, რომლის ½ -ზე მეტი ფიზიკური პირების ანაბრებზე მოდის (2020 - შესაბამისად 975 მლნ, 274 მლნ)
1.089 მლრდ ლარის სასესხო პორტფელზე ბანკს 175 მლნ ლარზე მეტი მოცულობის რეზერვი აქვს შექმნილი, მათ შორის ნამეტიც, რომელიც სებ-მა სექტორს პანდემიის კრიზისის გამო დამატებით დააერეზერვებინა.
400.5 მლნ საზედამხედველო კაპიტალით (ერთადერთი ქართული კაპიტალის) ბანკი მე3-ა TBC –ის და საქართველოს ბანკის შემდეგ; 1.418 მლრდ ლარის აქტივებით (2020-1.406 მლრდ) ბანკი მე-7 პოზიციაზეა.