ქართული საბანკო სექტორს ₾350 მლნ რუსული კაპიტალი დააკლდება /რეიტინგი/
საბანკო სექტორს აქტივებზე უკუგება (ROA) 4.23%-მდე გაეზარდა (01.01.2022 – 3.6%, 01.03.2021 – 2.6%).
მთლიანი აქტივები წლიურად (Y.Y) 5%-ით არის გაზრდილი 60 მლრდ ლარამდე (01.02.2021 – 57.3 მლრდ ლარი), თუმცა იანვარში 600 მილიონიანი კლება აღინიშნა.
სებ-ის სტატისტიკით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.9 მლრდ ლარია.
01.02.2022-ისთვის საქართველოს საბანკო სექტორი ჯერ კიდევ 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ვითიბი, რომელმაც აქტივების დიდი ნაწილი უკვე გაყიდა და საბანკო სექტორიდან 350 მლნ ლარის რუსული კაპიტალი გადის (სააქციო კაპიტალი + გაუნაწილებელი მოგება). სებ-ის ოფიციალური მიმდინარე კურსით (1 რუბლი / ₾2.9) 11 მლრდ რუბლი გამოდის (რუბლი გამყარებულია, 4-6 მარტის პერიოდში 100 რუბლის ღირებულება 1. 7 ლარს არ აღემატებოდა).
ბანკების უკუგება კაპიტალზე (ROE) 32.6 %-ia (01.03.2021 – 24.66%)
ბანკები აქტივებით და სააქციოკაპიტალით 01.02.2022
|
მლრდ ₾ |
მლრდ ₾ |
თიბისი ბანკი |
22,8 |
3.1 |
საქართველოს ბანკი |
22,3 |
2.6 |
ლიბერთი ბანკი |
2,9 |
0.344 |
ვითიბი ბანკი |
2,09 |
0.324 |
ბაზისბანკი |
1.7 |
0.299 |
პროკრედიტ ბანკი |
1,8 |
0.253 |
ქართუ |
1.2 |
0.194 |
წყარო: ბანკები