ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ლონდონის ბირჟაზე მნიშვნელოვნად შემცირდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 1.856 მლრდ ფუნტია, გასულ კვირასთან შედარებით 120 მლნ-ით ნაკლები. შემცირებულია სამივე ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია.
Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 14.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 6.95-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 278 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 6.31%-ით შემცირდა და 14.86 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 116 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.57 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 3.24%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 750 000 აქციით განისაზღვრა.
საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 724 მლნ ფუნტია (გასულ კვირას 778 მლნ ფუნტია), თიბისის - 820 მლნ (875 მლნ), საქართველოს კაპიტალის 312 მლნ (323 მლნ).