
ფინანსები
18/09/2023
ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ლონდონის ბირჟაზე £3.7 მლრდ-მდე გაიზარდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE), საქართველოს ბანკმა (BGEO) ორშაბათის ვაჭრობა >9%-იანი ზრდით დაწყო. G&T-ის ინფორმაციით, BGEO-მ გასული სასესიო კვირა 37.05 ფუნტ სტერლინგით (GBP) დახურა (+9.13% w.w). თვის ჭრილში კი 15.6% -იანი მატება აჩვენა.
სულ, კვირის ნავაჭრი 458 000 აქციაა, GBP 33.2 - 37,05 დიაპაზონში.
თვის განმავლობაში თიბისი ბანკის (TBC) აქციები 1.6% -ით გაძვირებულია GBP28.7 -მდე (კვირის განმავლობაში 230 000 ერთეული აქციაა ნავაჭრი).
საინვესტიციო კომპანიის Georgia Capital-ის (CGEO) ფასიანის ქაღალდების ფასმა კი თვის განმავლობაში 12.5%-მდე აიწია, GBP10.34-მდე.
აქციების ტრენდი კვირის და თვის ჭრილში:
±% (w/w) | ±% (m.m) | |
TBC | +4.55 | +1.59 |
BGEO | +9,13 | +15,6 |
CGEO | +4.44 | +12.4 |
წყარო: G&T
ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია, 18 სექტემბრის მდგომარეობით, 3.7 მლრდ ფუნტია. მ.შ. BGEO-ს £1,699 მლრდ; TBC-ის £1.585 და CGEO-£ 0.452 .