ფინანსები
21/02/2022

ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ლონდონის ბირჟაზე £1.87 მლრდ-მდე შემცირდა

ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია შემცირდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას სამივე ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.87 მლრდ ფუნტია, 113 მლნ ფუნტით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.06 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 4.68%-ით ნაკლები. ვაჭრობის მოცულობამ 421 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 6.25%-ით შემცირდა და 15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 195 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 6.48%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 182 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 740 მლნ ფუნტია (გასულ კვირას 777 მლნ ფუნტია), თიბისის - 827 მლნ (882 მლნ), საქართველოს კაპიტალის 302 მლნ (323 მლნ).