ფინანსები
14/09/2020

ქართული კომპანიებიდან ლონდონის ბირჟაზე ყველაზე ძვირად თიბისი ფასობს

ლონდონში დალისტული 3 ქართული კომპანიიდან ყველაზე ძვირადღირებული თიბისია.

გასული კვირის მონაცემებით, კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია 1.1 მლრდ დოლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში, სამივე კომპანიის ღირებულება შემცირებულია.

კომპანიების კაპიტალიზაცია:

თიბისი - 523 მლნ დოლარი  (1 აქცია 9.50 ფუნტი)

საქართველოს ბანკი - 445 მლნ დოლარი (1 აქცია 9.06 ფუნტი)

საქართველოს კაპიტალი - 132 მლნ დოლარი (1 აქცია 3.6 ფუნტი)

გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, გასულ კვირას საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 9.06 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.58% წინა კვირასთან შედარებით და +6.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.86 – 9.50 დიაპაზონში.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 3.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.13% წინა კვირასთან შედარებით და -4.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 235 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.50 – 3.91 დიაპაზონში.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.97% წინა კვირასთან შედარებით და +11.76% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 259 ათასს გადააჭარბა, GBP 9.01 – 9.65 დიაპაზონში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020