ფინანსები
13/07/2021

ქართული ბანკებისთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტი ინერგება

ქართულ ბაზარზე იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტი ინერგება.

კანონპროექტის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება.

ეროვნულმა ბანკმა "იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ" (Covered Bonds) კანონპროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის მიზანი ბაზრის მონაწილეებისთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტის დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრების გამოცდილების გაზიარება და საქართველოსთვის შემუშავებული ბიზნესმოდელის, საზედამხედველო და საკანონმდებლო მიდგომების გაცნობა იყო. 

ღონისძიება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გახსნა. პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა (EBRD, IFC), რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩარჩოს შემუშავებაში.