ფინანსები
10/08/2020
ქართულ კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის GOGC 21-მა საუკეთესო შედეგი აჩვენა
„გალტ ენდ თაგარტის“ რეგიონის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ქართულ კორპორატიულ ევრო ობლიგაციებს შორის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC 21) საუკეთესო შედეგი აჩვენა, რომლის შემოსავლიანობა ივლისში 99.6სპ-ით შემცირდა, ხოლო საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციის შემოსავლიანობა 59სპ–ით შემცირდა ამავე პერიოდში.
სხვა კორპორატიულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა 50-60სპ დიაპაზონში შემცირდა ივლისის თვეში.
საქართველოს კაპიტალის ჰოლდინგურმა კომპანია Georgia Global Utilities-იმ 250 მლნ დოლარის მოცულობის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა.