ფინანსები
25/10/2021

ქართულ ბანკებში ₾36 მლრდ-ის დეპოზიტია განთავსებული

ბანკებში 1-ლი ოქტომბრისთვის 36.86 მლრდ ლარის დეპოზიტია განთავსებული. სექტემბერში მაჩვენებელი აგვისტოსთან შდარებით 457.47 მლნ ლარით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ვადიანი დეპოზიტები 127.52 მლნ ლარით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 584.99 მლნ ლარით არის გაზრდილი.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 1-ლი ოქტომბრისათვის 39.27% შეადგინა, თვიურ ჭრილში 0.63%-ული პუნქტით ნაკლები.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.54% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.70%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 82.97%-ია, ევროს წილი 15.64%.

Businesspartner