ფინანსები
19/01/2022

"ქართუ" მილიარდერ ბანკებს გამოეთიშა

ქართუ ბანკი 2021-ს 34 მლნ ლარის მოგებით ასრულებს. ბანკის სააქციო კაპიტალი 193 მლნ ლარამდეა გაზრდილი (H1/2021- 175 მლნ: Q1/2021 – 188.2 მლნ).

ბანკი ძირითადად კორპორაციულ სეგმენტზეა წარმოდგენილი. საცალოდან მიღებულზე სასესხო შემოსავლების მხოლოდ 10%-მდე მოდის. 1-ლი იანვრის  მდგომაროებით, ერთადერთი ბანკი ადგილობრივი კაპიტალით, ₾965 მლნ-იანი პორტფელით (წილი 2.3%) მილიარდერ ბანკებს (14-დან 7 ბანკის  საკრედიტო დაბანდება აღემატება 1 მლრდ ლარს) გამოეთიშა.

ბიძინა ივანიშვილის საოჯახო ბანკი (აქციონერი "ქართუ") 300 მლნ -ის  საზედამხედველო კაპიტალით (Q1/2019 - 418 მლნ) მე-4-ა.

  01.01.2022 (₾) 01.09.2021 (₾)
მთლიანი აქტივები 1 223 891 307 1 342 866 930
მთლიანი სასესხო პორტფელი    965 168 857 1 008 297 254

კლიენტების დეპოზიტები

o   მიმდინარე

o   მოთხოვნამდე

o   ვადიანი

   874 325 195

   317 377 486

     58 791 108

   498 156 601

1 005 706 677

   381 144 951

    98 262 242

   526 299 484

მთლიანი ვალდებულებები 1 030 748 269 1 161 248 498
სააქციო კაპიტალი      193 143 038     181 618 432
მოგება (ზარალი)      34 018 499       22 610 582

                                                                      

                                             

Businesspartner