ფინანსები
24/11/2021

კაპიტალის ბუფერი პროკრედიტ ბანკმა და ბაზისბანკმაც აღადგინა

კაპიტალის ბუფერი პროკრედიტ ბანკმა და ბაზისბანკმაც აღადგინა, იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, კაპიტალის შეღავათზე უკვე 6 ბანკი ამბობს უარს და ვადამდე ავსებს.

როგორც იცით, პანდემიის კრიზისის წნეხში, სექტორს მეტი საკრედიტო რესურსის მხარდასაჭერად კაპიტალის მოთხოვნები, უკვე წელიწადნახევარია შემცირებული აქვს, კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გამოთავისუფლებით, სექტორში დამატებით ₾1,6 მლრდ გაჩნდა, რამაც ბანკებს საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების საშუალება მისცა.

ბუფერის აღდგენის სებ-ის გრაფიკით ვადა 2022 -2023 წლის ბოლომდეა, თუმცა ბანკების ნაწილი თავად არის დაინტერესებული აღდგენით. 2-მა სისტემურმა ბანკმა თიბისიმ და საქართველოს ბანკმა ინვეტორები აღდგენაზე საქმის კურსში ჯერ კიდევ ზაფხულში ჩააყენა და შემოდგომაზე ნახეარწლიური დივიდენდებიც გაიცა.

ლიბერთის CEO-მ ვასილ ხოდელმა  გვითხრა, რომ ბანკი ზრდაზეა ორიენტირებული და  დივიდნდების  განაწილება პრიორიტეტი არ არის. მას შემდეგ რაც აქციონერმა ფული ჩადო, მოგება არ განაწილებულა.  

 

ბანკები Q3/2021-მდე აღდგენილი კაპიტალის ბუფერით

 %

 ₾

თიბისი ბანკი

2,50%

478 586 255  ₾

საქართველოს ბანკი

2.50%

431 204 076  ₾

კრედო

2,50%

  33 868 146 ₾

ბანკი ქართუ

2.50%

  32 959 446 ₾

წყარო: სებ-ი (პროკრედიტ ბანკი და ბაზისბანკის აღდგენილი ბუფერი ნოემბრის ანგარიშგებაში აისახება)

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022