ფინანსები
17/06/2021
"კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახლადემიტირებულ ობლიგაციებზე პირველი გარიგება დაიდო
კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) ახლადემიტირებულ ობლიგაციებზე პირველი გარიგება დაიდო.
2 გარიგების შედეგად 21 ობლიგაცია 21 000 მლნ დოლარად გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1 025 დოლარი.
კომპანიამ 10 მლნ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა და საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში თებერვალში განათავსა. ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 9%-ია, პროცენტის წელიწადში ოთხჯერ გადახდით.
ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 29 დეკემბერი ობლიგაციებს მინიჭებული აქვს სავაჭრო კოდი - $KTW01M.