ფინანსები
28/09/2023

ქადაგიძის საუბარი სებ-ის დამოუკიდებლობაზე, ცინიზმი და შეურაცხყოფაა - ირაკლი ღარიბაშვილი

ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ძარცვავდა და ატეროტებდა ქართულ ბანკებს, დღეს გამოდის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს. არ არის ეს ცინიზმი და შეურაცხყოფა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი. პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ, როგორ ბედავთ საერთოდ ამაზე ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, ქართულ ბანკებს ატერორებდა. მე მახსოვს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმე. ჩართული იყო პირადად ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს. ეს არ არის ცინიზმი და შეურაცხყოფა?!

ამ ადამიანებისგან ჩვენ არანაირ კრიტიკას არ მივიღებთ. რომ ამბობენ რატომ ლაპარაკობთ და იხსენებთო. იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ამ ადამიანებს ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ მიუღებელია მათი ეს განცხადებები, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020