ფინანსები
28/04/2023

"ჯიპიაი ჰოლდინგი" Xprimm-ის საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია

თბილისი 4-5 მაისს დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და მისი გენერალური სპონსორი "ჯიპიაი ჰოლდინგია“.  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით კომპანიის არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორი, ირაკლი დვალი მიმართავს. გამოსვლის თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პერსპექტივები იქნება: რა გავლენას მოახდენს სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღებაზე.

Xpimm-ის საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს დელეგატები საქართველოს სადაზღვევო ბაზარს მიმოიხილავენ, იმსჯელებენ მიღწევებსა და პოტენციალზე. ღონისძიების უცხოელი სპიკერები ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებენ მონაწილეებს ტექნოლოგიურ და სხვა სიახლეებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2022 წლის ბაზრის მონაცემები. საუბარი შეეხება ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას - მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს.  კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევევის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე, სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე და ამ მიმართლებთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.

კონფერენციის მეორე დღეს - 5 მაისს, მთავარი თემა Solvency II-ზე გადასვლა იქნება. მონაწილეები განიხილავენ სიახლის პრაქტიკულ ასპექტებს. ცვლილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაინერგა.  

Xprimm-ის საერთაშორისო კონფერნეციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150 -მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და უცხური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, ITპროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023