ფინანსები
07/06/2022

ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა - როგორ მიიღებს მოსახლეობა ახალი ვალდებულების დაკისრებას

დაზღვევის სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფოს ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის პროდუქტების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. სექტორის პოზიციაა, რომ ეს მიმართულება საქართველოში არაა განვითარებული და სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, რათა მოქალაქეების ინტერესზე მორგებული, რეალისტურად დატარიფებული პაკეტები ამოქმედდეს.

როგორც jandacva.ge-ს დაზღვევის ექსპერტმა გიორგი ჩაჩუამ განუცხადა, სახელმწიფომ უნდა იფიქროს ჯანმრთელობის სავალდებულო, საბაზისო პაკეტის ამოქმედებაზე დასაქმებულებისთვის. კერძოდ, მისი თქმით, დაანგარიშებულ უნდა იქნეს საბაზისო პაკეტის ღირებულება, დამსაქმებლებს კი სხვადასხვა, მათზე მორგებული ფორმა შეეთავაზოთ – მაგალითად ჩაჩუას თანაგადახდის ის მექანიზმი მოჰყავს, რაც საპენსიო სქემის შემთხვევაში მოქმედებს – იხდის როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო და დასაქმებული.

„მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა ბიზნესის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით დაიგეგმოს და მან არ დააზარალოს დამსაქმებლები. როცა მომხმარებელი ბევრი იქნება, პაკეტის ღირებულებაც შემცირდება. დამსაქმებლებს უნდა ავუხსნათ, რა სიკეთეებთანაა დაკავშირებული ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება – რომ ესაა მათი თანამშრომლების სოციალური დაცვა, რომ ინდივიდუალურ პაკეტებთან შედარებით ეს პროდუქტი ბევრად უკეთესია. ასეთი პაკეტის ამოქმედების მცდელობა წინა წლებში რამდენჯერმე იყო, თუმცა ვერ განხორციელდა. მნიშვნელოვანია ასევე საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ამ იდეის მოსახლეობამდე სწორად მიტანა, რადგან, ცხადია, დამატებითი ვალდებულების დაკისრება ადამიანებს არ სიამოვნებთ, თუმცა მათ უნდა აეხსნათ, რომ ესაა მათი დაცვა სხვადასხვა შემთხვევაში,“ – განმარტა გიორგი ჩაჩუამ.

მისი თქმით, მინიმალური სავალდებულო პაკეტის შემოღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სოლიდურ თანხებს გამოუთავისუფლებს, რომლებსაც სახელმწიფო ყველაზე მოწყვლად ადამიანებს – პენსიონრებს, სხვადასხვა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს მოახმარს, რომლებსაც უკეთეს დაზღვევას შესთავაზებს.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022