"ჯამში ₾13 მლნ-ზე მეტი საპენსიო დანაზოგი გავეცით“- გოგა მელიქიძე
"დაგროვებითი პენსიის რეფორმის ფარგლებში, დანაზოგი ჯამში 5 ათასზე მეტ ადამიანზე გაიცა,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საინვესტიციო მოგება, რომელიც 2019 წლის იანვრის თვიდან მოქალაქეებს დღემდე ერიცხებათ, მხოლოდ მონაწილისაა და მასზე არანაირი ყადაღა ან სხვა აღსრულების მექანიზმი არ ვრცელდება.
"ამ დროისათვის, ჯამში 13 მილიონ ლარზე მეტი საპენსიო დანაზოგი გავეცით, საიდანაც 99% არის საპენსიო ასაკის ადამიანი, ან რაიმე საჭიროების გამო მოხდა თანხის გატანა.“-აცხადებს მელიქიძე.
როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი განმარტავს, მომდევნო 20 წელი აკუმულირების პროცესი იქნება, სადაც აგრესიული საინვესტიციო პროცესები განხორციელდება, ხოლო 20 წლის შემდეგ, უკვე დანაზოგების მასიური გაცემა მოხდება.