ივლისში საკრედიტო რესურსი გაძვირდა
საკრედიტო რესურსი ისევ გაძვირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ივლისში, 0.5%-ული პუნქტით გაიზარდა და 12.5%-ს მიაღწია.
უცხოური ვალუტის სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 6.2%-ია, ივნისში არსებული 6.5%-ის შემდეგ.
ლარის სესხების საშუალო განაკვეთმა კი, 15.6%-დან 15.9%-მდე მოიმატა.
ეროვნული ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 18.2%-ია, იურიდიული პირებისთვის - 13.1%.
უცხოური ვალუტით ფულის სესხება გაცილებით იაფია, ასეთ კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 3.3-ჯერ ნაკლებია და წლიურ 5.4% -ს შეადგენს.
კომპანიებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხების საშუალო განაკვეთი 6.5%-ის დონეზეა.
შეგახსენებთ, 200 000 ლარს ქვემოთ სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში შეზღუდულია, გამონაკლისი არიან არარეზიდენტი პირები.