ფინანსები
17/08/2020
ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 22.1%-ით გაიზარდა-თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალის კვირის მიმოხილვის მიხედვით (10-16 აგვისტო) 2020 წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობაწ/წ 22.1%-ით გაიზარდა, რაც ჯამურ მოცულობაში მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ქვეყნებიდან ზრდამ განაპირობა ისრაელის გამოკლებით (წ/წ -1.9%). ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, ევროკავშირიდან ჯამური ნაკადები წ/წ 25.0%-ით და დსთ-ს ქვეყნებიდან წ/წ 8.9%-ით გაიზარდა.
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილ საზღვრებს და ფულადი გზავნილების ფიზიკურიდან ელექტრონულ არხებზე გადასვლას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჯამურ ზრდის ტემპში, აღდგენის პროცესი მაინც საკმაოდ ძლიერია.