ფინანსები
10/08/2020

ივლისში რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ობლიგაციამ ყველაზე კარგი შედეგები აჩვენა

„გალტ ენდ თაგარტის“ რეგიონის ობლიგაციების ბაზრის  მიმოხილვის მიხედვით,რეგიონის ცენტრალური ბანკების უმეტესობამ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების შემცირება გააგრძელეს. ამასთან, საქართველოში პოლიტიკის განაკვეთი 25სპ-ით შემცირდა 8.00%-მდე, რუსეთში 25სპ-ით 4.25%-მდე, აზერბაიჯანში 25სპ-ით 6.75%-მდე, ბელორუსში 25სპ-ით 7.75%-მდე, ხოლო ყაზახეთში 50სპ-ით 9.0%-მდე.


 ივლისის განმავლობაში ბაზრის განწყობები რეგიონის სახელმწიფო ევროობლიგაციებზე არაერთგვაროვანი იყო. ყველაზე კარგი შედეგი GEORGIA 21-მა აჩვენა და შემოსავლიანობა 67სპ-ით შემცირდა, შემდეგი იყო AZERB 24, BELARUS 23 და UZBEK 24 რომლთა შემოსავლიანობაც 45სპ-ით, 40სპ-ით და 38სპ-ით შემცირდა.

ამასთან,მცირედი შემცირება აღინიშნებოდა ყაზახეთის, უკრაინის და რუსეთის ევროობლიგაციებზე. თურქეთმა ივლისის თვეში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და შემოსავლიანობა 175სპ-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად უკრაინის ევროობლიგაციის შემოსავლიანობა ნაკლებია თურქეთის მაჩვენებელზე.

 

Businesspartner