ფინანსები
17/03/2020

ივა ჭყონია: პანიკა პროდუქტებს აძვირებს, ფასების შენარჩუნება მომხმარებლის ხელშია

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს არ აყვნენ ცრუ პანიკას.

გადაცემა ბიზნესპარტნიორში ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთ არაქართულ ჰიპერმარკეტში გადაღებული სურათების სოციალურ ქსელში გაზიარებამ ერთ-ერთი ბრენდის ერთგვაროვან პროდუქტზე პანიკა ხელოვნურად გამოიწვია.

“ამ უსაფუძვლო პანიკის ძალიან ცუდ გავლენას 2-3 თვეში მოვიმკით”, – ამბობს ჭყონია და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

ის განმარტავს, რომ ჭარბი და უსაფუძვლო მოთხოვნა პროდუქტებზე ზეწოლას ახდენს ლარის კურსზეც.

“პირდაპირ გეუბნებით და ამაზე შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, რომ პროდუქტის დეფიციტი არ იქნება, რადგან მიწოდება არ არის შეჩერებული და ფასების ზრდას იწვევს ისტერია, არ არსებული სურათების გაზიარება და ეს თუ ასე გაგრძელდება უარეს სიტუაციაში ჩაგვაგდებს,  გაიზრდება მოთხოვნაიმპორტზე, რაც ზრდის ლარზე ზეწოლას, შედეგად კი მივიღებთ გაძვირებულ პროდუქციას დახლზე”, – აცხადებს ჭყონია.

ის მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ზენორმალტიული პროდუქტების შეძენა აზარალებს თავად მომხმარებელსაც, ხარჯავს თანხას და ყიდულობს არა საჭირო პროდუქტს, რომელსაც შესაძლოა ვადაც კი გაუვიდეს.

ივა ჭყონიას არგუმენტად სხვადასხვა უბანში არსებული პატარა მაღაზიები და სუპერმარკეტების ქსელები მოყავს და აღნიშნავს, რომ არცერთ მათგანში დეფიციტი არ შექმნილა.

ის სამარცხვინოს უწოდებს მოქალაქეების ქცევას, რითაცხელს უწყობენ პანიკის დათესვას და განმარტავს, რომ პროდუქციაზე ფასების შენარჩუნება-გაძვირება ამ შემთხვევაში სწორედ მომხმარებლის ხელშია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.