ფინანსები
19/03/2021

იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა საბანკო სექტორს ხარჯებს გაუზრდის

იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის შემთხვევაში, საბანკო სექტორს წლიური ხარჯი 3-3.5 მლნ ლარით გაეზრდება. საბანკო ასოციაციის მთავარი ანალიტიკოსის განმარტებით, ამ ხარჯს სექტორი გაგებით მოეკიდება.

„სექტორს, რა თქმა უნდა, ურჩევნია რომ ნაკლები ხარჯი გასწიოს, თუმცა ეს თანხა იმასთან შედარებით, რასაც დღეს იხდიან ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევისთვის დიდი არ არის და ვფიქრობ, სექტორი გაგებით მოეკიდება. საბანკო სექტორს ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევისთვის ყოველთვიურად დაახლოებით 2.5 მლნ ლარის გადახდა უწევს,“ - განაცხადა დავით რუსიამ.

მისივე განმარტებით, საბანკო სექტორის ერთიანი პოზიცია იყო, რომ იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა გადავადებულიყო და გეგმის მიხედვით, 2021 წლიდან არ ამოქმედებულიყო.

„ისეთ გაურკვეველ ვითარებაში ვართ, ბევრი ცვლილება გადაიდო. შესაბამისად, ვფიქრობთ, 2022 წლის პირველი იანვრიდან თუ ამოქმედდება იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა, არ იქნება ურიგო. შეიძლება ამაზე დებატებიც გაიმართოს და ვადებზე შევთანხმდეთ. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, შეიძლება რეგულაციის ამოქმედების თარიღი შეიცვალოს,“ - განაცხადა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა 2022 წლიდან ამოქმედდება. კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება. თავდაპირველად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო რეგულაციის ამოქმედების თარიღად 2021 წლის იანვარს ასახელებდა, თუმცა პროცესი საპარლამენტო განხილვების გადავადების გამო გაჭიანურდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022