ფინანსები
01/03/2023

"ITB berlin-ის მასპინძლობა, არის საქართველოს წარდგენა და ევროპისკენ ნაბიჯის გადადგმა"

ბერლინში საქართველო ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელია.

ITB Berlin 2023-ზე  ქართული სტუმარმასპინძლობის,  საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ საზეიმო გალა გახსნა მოეწყობა. 

ბერლინის ტურისტული გამოფენის City Cube-ის პავილიონში  3 ათასამდე მაყურებელი ქართულ ფოლკლორს და ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, საოპერო არიას და ეროვნულ ბალეტს გაეცნობა. საქართველოსთვის ტურისტული გამოფენაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს რეჟისორი და კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე.  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს წარდგენა და ევროპისკენ ნაბიჯის გადადგმა. ამ ღონისძიებისთვის დასაწყისში მოვამზადე  პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რითაც იწყება და შემდეგ  იქნება სუხიშვილებისთვის ჯუთას ქავერ ვერსია“,-ამბობს ნიკა მაჩაიძე. 

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას  181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო  მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023