ფინანსები
14/01/2022

"იშ ბანკმა" 2021 წელი ₾10.7 მლნ-ის მოგებით დაასრულა 

თურქული იშ ბანკი (Isbank) 2021 წელს პოზიტიურად აფასებს. პანდემიის გაურკვევლობაში, მოთხოვნის შემცირების და ეკონომიკის პასიურობის ფონზე, ბანკმა წელი 10.7 მლნ-ის მოგებით დაასრულა. 

Isbank-ის კომერციული დირექტორის, უჩა სარალიძის განცხადებით, უმსხვილესი თურქული საბანკო ჯგუფი 2021 წელს საცალო მიმართულებით გააქტიურდა. ის პანდემიის კრიზისის გაურკვევლობის ფონზე ძლიერ ფინანსური მაჩვენებლების შენარჩუნებაზე აცხადებს. მისი განცხადებით, რესტრუქტურიზაციაში სესხების მცირე რაოდენობა მოყვა, რადგან კლიენტებს კრიზისის დაძლევის რესურსი გააჩნდა, რადგან მძლავრი კომპანიებია და ფინანსურად მდგრადი. შეღავათები, რაც ვადის დახანგრძლივებას და საშეღავათო პერიოდის ინდივიდუალურად განსაზღვრას გულისხმობს, ძირითადად სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესს დასჭირდა.

თურქული ბანკის საქართველოს ბაზარზე 98,9 მლნ ლარის  საზედამხედველო კაპიტალით მე-11 პოზიციაზეა. 2021 წელს 1 პოზიციით დაწინაურდა. აქტივების მიხედვით საბაზრო წილი 0.7%-ია, საკრედიტო პორტფელით 0.6%.

იშ ბანკი                       (000 ₾)

 

1.12.2020

1.12.2021

 

აქტივები

   341.598

415,091

 

სესხები

   216,389

245,303

 

დეპოზიტები

     78 115

105,028

 

მოგება (ზარალი)

       2.159

 10,710 

 

საზ. კაპიტალი

     87.027

 98,854

 

წყარო: კომერციული ბანკი

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023